გაკვეთილი - მათემატიკა VI კლასი

გაკვეთილის გეგმა





გაკვეთილის  მთავარი თემა


რიცხვების ჩაწერა ათწილადის სახით
სწავლების საფეხური
       მე-6კლასი


მოსწავლეთა პროფილი

      30  მოსწავლე
       2სსსმ



გაკვეთილის მიზნები და შედეგები


 მიზანი:გაიწაფოს წილადის ათწილადის სახით ჩაწერაში; ისწავლოს ისეთი წილადის ამოცნობა,რომელიც ჩაიწერება სასრული ათწილადის სახით და ასევე არასრული ათწილადის სახით. 6.1.
შედეგი: მოსწავლე შეძლებს წილადის ათწილადად გადაწერას; რიცხვების ათწილადებად ჩაწერას  გამოიყენებს ათწილადის შედარებისას პრაქტიკული ამოცანების ამოხსნის დროს; განუვითარდება ანალიზური აზროვნების უნარი, რომლის შედეგადაც ჩამოაყალიბებს-წილადის სასრულ ათწილადად ჩაწერის შესაძლებლობას;                                           
წინასწარი ცოდნა

წილადები და ათწილადები, მათი ჩაწერის ფორმები,

წილადებისა  და ათწილადების შედარება;

10-ის რაიმე ხარისხის მნიშვნელის მქონე წილადის ათწილადის სახით ჩაწერა.


შეფასების საგანი და პროცედურები

  შეფასებ-მსჯელობა,

შეფასება  განმავითარებელი, ჯგუფური მუშაობა-პრეზენტაცია;

განმსაზღვრელი- შესრულებული სავარჯიშოების მიხედვით



სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები


დამჭირდება; სახელმძღვანელო, დაფა,ცარცი

თაბახის ფურცლები, რვეულები, კალკულატორი



გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

1. საშინაო დავალების შემოწმება(6 წთ)

2. ჯგუფებად დაყოფა;

სახელმძღვანელოზე მუშაობა;

 ჯიქსოუს მეთოდი:
 დავალება 1: ჯგუფები სახელძღვანელოში განიხილავენ მიცემულ მაგალითებს. თითოეული ჯგუფი თითო მაგალითის ამოხსნას შეისწავლის, გადანაწილდებიან ნომრების მიხედვით; და თოთოეული თავის დავალებას აუხნის ჯგუფის წევრებს.

დავალება 2: 1/8; 2/7; 3/13; 3/12; 1/80; 7/35; 11/24; 11/25; ჩაწერენ მოცემულ წილადებს სასრული ათწილადის სახით. პასუხები უნდა დაასაბუთონ.
დავალება 3: წარმოადგინონ თითოეული წილადი იმ ათწილადის სახით, რომელიც არის მოცემული რიცხვის მიახლოებითი მნიშვნელობა მეათედებამდე დამრგვალებით. აღნიშნონ, მეტობითაა ეს მიახლოება თუ ნაკლებობით? (18 წთ)


3.პრეზენტაცია (10 წთ)

4.. შეფასება : განმსაზღვრელი - სწორად შესრულებული დავალებების მიხედვით; განმავითარებელი არასწორად შესრულებული დავალებების მიხედვით. (3 წთ)

5. საშინაო  დავალება (2 წთ)




No comments:

Post a Comment