მათემატიკა - VI კლასი

გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის  მთავარი თემა




ორი წრეწირის ურთიერთგანლაგების შემთხვევები
სწავლების საფეხური
       მე-6კლასი


მოსწავლეთა პროფილი

      30  მოსწავლე
       2სსსმ



გაკვეთილის მიზნები და შედეგები


 მიზანი: შეძლოს სიბრტყეზე წრეწირების ურთიერთგანლაგების ყველა შესაძლო შემთხვის გამოსახვა სურათზე   6.9
  ლევანი -წრე, წრეწირი, ცენტრი, რადიუსი  გიორგი-წრეწირი, ცენტრი
შედეგი: მოსწავლე შეძლებს წრეწირის ურთიერთგანლაგების შემთხვევების გამოსახვას; ცენტრებს შორის მანძილის წრეწირების რადიუსებთან შედარებას; განუვითარდება ფიგურათა აღქმის უნარი
ლევანი-განასხვავებს წრეს-წრეწირისგან
გიორგი- ამოიცნობს წრეწირს, მიუთითებს ცენტრს
წინასწარი ცოდნა


წრე. წრეწირი. ქორდა. რადიუსი. დიამეტრი



შეფასების საგანი და პროცედურები

 
შეფასება  განმავითარებელი, წყვილებში მუშაობა
განმსაზღვრელი- შესრულებული სავარჯიშოების მიხედვით



სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები


დამჭირდება; სახელმძღვანელო, დაფა,ცარცი

ფარგალი, სახაზავი



გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

1. საშინაო დავალების შემოწმება(5 წთ)

2.  სახელმძღვანელოზე მუშაობა; გვ.178-179
დაფასთან გამოყვანით განიხილება სიბრტყეზე წრეწირების ურთიერთგანლაგების თითოეული შემთხვევა;
კლასში განხილული ამოცანებით იწაფებიან წრეწირის ურთიერთგანლაგებისას ცენტრებს შორის მანძილის რადიუსებთან დაკავშირებაში (12წთ)

3. წყვილებში შესრულდება გვ.179-ტესტური დავალება1-5-ის ჩთ.
მოხდება განხილვა- მსჯელობით (!0წთ)

4. დაფასთან მუშაობა- შესრულდება გვ.180-6,8
ნახაზი არ არის წიგნში მოცემული, ჩემი დახმარებით( თუ დაჭირდებათ) განუვითარდებათ ნახაზის აგების უნარი (6წთ)

5. დამოუკიდებელი გვ.180-7 (7წთ)
6. შეფასება-განმავითარებელი დაფასთან მუშაობისას, განმსაზღვრელი- დამოუკიდებელი და წყვილებში (3წთ)
7. საშინაო დავალება -გვ.181-1-7ჩთ (2წთ)


No comments:

Post a Comment