გაზაფხული და დედა

            ღონისძიება მიძღვნილი დედის დღისადმი

ია-ია დაგიკრიფეთ
ლურჯთვალა და კოპწია,
დედის დღე და გაზაფხული
ერთად მოგვილოცნია.





ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა. 
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა - დედას ესვრიან.

ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, -
სილამაზე და დედა ერთია.


დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი ერთადერთია.




- შენ მაჩუქე მზე და მთვარე,
ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა.

ყანა, წყარო, ლურჯი მთები, -
რასაც თვალით ვხედავ,
მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,
საყვარელო დედა.

ხელისგულზე ერბო-ვერცხი
ვინ შეიწვას ნეტავ,
შენს ამაგს ვინ გადაიხდის,
საყვარელო დედა.

“ჩემს სიცოცხლეს მირჩევნია,
როცა ძვირფას დედას ვხედავ.
მუდამ ჩემთვის ზრუნავს, მუდამ,
 საყვარელი ჩემი დედა.

ის დღე და ღამ ჩემზე ფიქრობს,
თავს მევლება, მიალერსებს,
ანი-ბანი მან მასწავლა,
 ის მიკითხავს ახალ ლექსებს.

სულ მარიგებს, სწავლას მირჩევს
-მე კი მუდამ ვეფერები,
მის დიდ ამაგს დავაფასებ,
 როცა დიდი გავიზრდები.”



(პროექტორით ჩვენება- ”დედა”)



ოსარასნაცვლად - ამბობდიალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
-
მშობელი დედა.

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?! 
-
მშობელი დედა.

ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
-
მშობელი დედა.

ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!                             
ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ,
ვინ იამაყებს?!
-
მშობელი დედა.





ყველაზე ლამაზო,
ყველაზე კეთილო,
ნუ სწყრები მალ-მალე,
პატარა დედილო!

მე მინდა, ყოველთვის
იცინო ლამაზად,
ნებივრად გივლიდეს,
მე ვეტყვი მამასაც.

თავზე რომ მევლები,
ზრუნვით რომ დამცქერი,
ახლა მე ვიქნები
სულ შენი დამცველი.

პატარა, ჯიუტი
თუ გყავდი აქამდე,
ხომ უკვე დიდი ვარ,
დარდები გაფანტე.

გამგონეც ვიქნები,
დამჯერიც ვიქნები,
ოღონდაც ნათელ შუბლს
ნუ იღლი ფიქრებით.

თავზე რომ მევლები,
ზრუნვით რომ დამცქერი,
ახლა მე ვიქნები
სულ შენი დამცველი.
პატარა, ჯიუტი
თუ გყავდი აქამდე,
ხომ უკვე დიდი ვარ,
დარდები გაფანტე.

გამგონეც ვიქნები,
დამჯერიც ვიქნები,
ოღონდაც ნათელ შუბლს
ნუ იღლი ფიქრებით.
თუ რამე ვიტკინე,
მიშუშებ ალერსით.
ახლა მე გაკოცებ
მაგ ლამაზ თვალებში!

მაყვალა მრევლიშვილი



მონტაჟი

დედა-ნიკა, მითხარი რა არის
            შენი ტირილის მიზეზი?
ნიკა-   რა და..დედიკო შეგატყვე
            თითქოს შუბლშეკვრით მიმზერდი.
დედა-დილას ჩაგაცვი და შენ კი
            სულ დაგისვრია ხალათი...
ნიკა- ეს მიტომ ბებოს მივწერე
           მე სარვამარტო ბარათი.
დედა-კეთილი საქმე გიქნია
           ბებო ახაროს ბარათმა,
            მაგრამ დაფიქრდი შენს გაზრდას,
           რა დაგიშავა ხალათმა?
ნიკა-ჰოო, მაგაში ვტყუივარ,
           შეხე, დავსვარე თითებიც...
დედა-თუ სისფთავეს დაიცავ
           ჭკვიანი ბიჭი იქნები.
ნიკა- დედიკო,  ჩემო სიცოცხლევ,
         მინდა გაგანდო ფიქრები,
        თუ მუდამ კარგად ვისწავლი,
        მეც დიდი კაცი ვიქნები?
დედა-კაცს სწავლა-შრომა ამშვენებს,
           გაზაფხულს ნაზი იები,
           თუ იბეჯითებ დღედაღამ
          აგისრულდება ფიქრები.




დედა

თუ შენს სკოლას ასახელებ,
სად იყო და სად არა,
დედის გულის ხმა მოგწვდება,
ჩემო კარგო, პატარავ!

როცა ტოლებს ჩამორჩები
და სწავლა არ გწადია,
დედის თვალზე ცრემლს რომ ნახავ,
მისი გულის დარდია!

სადაც იყო, ყველგან გნახავს
დედის გული ალალი.
ან დედაზე საყვარელი,
მითხარ, ქვეყნად რა არი!

და, პატარავ, მაშ იცოდე,
ყველას შეუყვარდები,
ოღონდ დედის გულს უსმინე,
გაუფურჩქნე ვარდები.

ჩემო ტკბილო, ჩემო კარგო,
მზე რომ გიკრთის თვალებში,
თან ატარე სასოებით
დედის წმინდა ალერსი.

და რაც უთხრა, რაც შეჰპირდე,
იცოდე, ჩვენც გვპირდები.
გმირი, ზრდილი, პირდაპირი,
შენ სამშობლოს სჭირდები.

         გამოცანები

მტერია სიბნელის,
მტერია წყვდიადის,
ყველაზე ლამაზი,
ყველაზე თბილი.
დიადი, ზვიადი,
ნაზი და კეთილი.
იძინებს ღამით და
იღვიძებს დილით.

ყველაზე ლამაზი?
ყველაზე კეთილი?
ზვიადი დიადი რა არის ნეტა?
შენ თუ მზე გგონია არა ხარ
მართალი.
ეს გახლავთ ჩემი და მანანას
დედა

ყველაზე ძლიერი, ყველაზე
მამაცი,
ლამაზი ფაფარით, ძლიერი
ტორით.
გრუხუნა, ბრუხუნა, სამართლის
გამჩენი,
ქვეყნად რომ არა ჰყავს ტოლი და
სწორი.

გრუხუნა? ბრუხუნა? ძლიერი?
მამაცი?
ნეტავი რად უნდა მიხვედრა ამას.
შენ ლომი გგონია? არა ხარ
მართალი,
ეს გახლავთ ჩემი და მანანას მამა


      დედა
თამაშის დროს გუშინ ფისომ
კლანჭის გაკვრა გამიბედა,
ამატირა...მაგრამ უცებ
საიდანღაც გაჩნდა დედა.
გამისინჯა ფრთხილად ხელი,
შემიხვია არ გამიწყრა,
ფისოს ძლიერ გაუჯავრდა
და ტკივილი დამავიწყდა.

მონტაჟი


დედა-ლაშა! ზარს გაბმით რეკავენ
            გათენდა, ადექ, ჩაიცვი.
ლაშა-სანამ მე მივალ დედიკო
           ხათრი აქვს, ვიცი, დამიცდის.
დედა-ადრე ადგომა ღონეა,
           ცოდნა კი კაცის საუნჯე,
          განა არა სჯობს დილიდან,
          რომ გაკვეთილებს ჩაუჯდე?
ლაშა-დავალებების რვეული აგერ მაქვს
           წუხელ დავწერე....
დედა-თუ ცოდნა თავში არა გაქვს
            რაღა ფასი აქვს ნაწერებს?
ლაშა-გაკვეთლებიც ვისწავლე,
          ახლა ვკითხულობ ”მაუგლის”
დედა-გიყვარდეს სწავლა-წესრიგი,
            არავინა თქვას აუგი.
ლაშა-ხვალიდან ადრე ავდგები,
          არ გაგაწვალებ დედიკო,
         სწავლით, შრომით და წესრიგით
         ვფიცავ, პირველი მე ვიყო!
დედა-მწამს, სიტყვას საქმე ამშვენებს,
            ბავშვს-სიცილი და ანცობა,
           სიკეთის თესვა ამქვეყნად-
           ეს არის კაი კაცობა!



სიმღერა-დედაზე






პატარა ბიჭის ფიქრები

ქართველი ბიჭი პატარა,
ლხენით მივყვები გზას
მომდევენ ჩემი ტოლები
ერთად ვაწყვილებთ ხმას.
მივყვებით გაკვალულ ბილიკს
დედების გულისთქმას:

-ბიჭო თუ მამულს დასჭირდით,
დე, ნუ შეარცხვენთ ერს,
ქართველო, სიმართლისათვის
უნდა შეაკვდე მტერს.

თუ საქართველოს შვილად გვთვლით
ჩვენც ავიმაღლებთ ხმას
მშობლიურ ენას დავიცავთ,
შევძრავთ მთასა და ბარს...
საკუთარ მტკაველ მიწისთვის
ყველა გავწირავთ თავს,

მუშტად შეკრულნი ქართველნი
ჰგვანან მღელვარე ზღვას...
ეჰეი, დედის ღირსებას
ვინმე შელახავს დღეს?!
ალგეთს ლეკვები ბრდღვინავენ:
ჯავრს არ შევარჩენთ მტერს!

ოღონდ ერთ რამეს ვნატრულობ
ერთი სურვილი მკლავს,
ქართველთა ჭკუამ აჯობოს,
მტრის ხელშემართულ მკლავს!

    მოგილოცავ.......
მოგილოცავთ 8 მარტს, დედა,
იითა და ენძელით,
მრავალ ზეიმს დაესწარი,
იყავ მუდამ დღეგრძელი.

ჯერჯერობით მოსართმევად
თაიგული შევძელით,
მაგრამ როცა ნაშუადღევს
დავბრუნდებით  სკოლიდან
შენი გულის გასახარად
სულ ბარათებს მოვიტანთ!

(მონტაჟი)
დედა- ეს რა დღეში ჩაგიგდია, მთლად ახალი ქუდი?!
შვილი- დღეს ბიჭებმა მომხადეს და ითამაშეს ბურთი!
დედა- მერე, შვილო, თვითონ რაღას აკეთებდი, ნეტავ?
შვილი- თვითონ კარში ვიდექი და ბურთს ვიჭერდი, დედა!

   
(იავნანას თანხლებით - აძინებენ თოჯინებს)

დედა-შვილობის მადლითა,
 ქრისტე ღმერთის დალოცვითა,
 დაიძინე, ციცქნა შვილო,
 იმედო და თვალის ჩინო.
 ანგელოზი გეჯდეს თავსა,
აგარიდოს ყველა ავსა,
დაგიფაროს,შეგიწყალოს და
 ნუ მოგგვრის გულსა დარდსა.

 გაიზარდე, დავაჟკაცდი,
სამშობლოსთვის იდექ მედგრად,
 ისიც შენი მშობელია,
 მზრუნველი და თბილი დედა.
მოისმინე,შეითვისე,
 დედის ლოცვა-ნანინაო:
 დევი კაცის გქონდეს ძალა,
 და ნათელი გზა წინაო.

 გამრავლდი და გაიხარე,
 იყავ კაცი სასახელო,
ამაყობდნენ მეგობრები
 და მშობელი საქართველო.
ნორჩო ყლორტო, გაიზარდე,
 ყლორტო ბებერ მუხისაო!
 ნანას გიმღერ,განაბულხარ,
 მისმენ,შენც მიღიმი თანა,
 დაიძინე, პაწაწინა,
 ნანი- ნანა, ნანი- ნანა.






დედავსიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავცხოვრების ბურჯო მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.
ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდინანას“, „მზე შინას“,
რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.
შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
არ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.
მე შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.
დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.
თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,
რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,
დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში ჭაღარა შემოგპარვია.
როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.
ახლაც შენა ხარ შენი კანდელი,
სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,
შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,
ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.
შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,
თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,
სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა
და სიყვარული დავიმსახურე.

დედავსიცოცხლის ტკბილო საწყისო,
დედავცხოვრების დვრიტავ მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ  სამყაროს







ინსცენირება- ბებია და შვილიშვილი

ნინო-ბები, ნეტა ამდენ საქმეს.
           როგორ ასწრებ,
          არ იღლები,
          ან არ გტკივა რამე?
ბებო-მტკივა, მაგრამ თუ არაფერს გავაკეთებ,
           დაჯექი და მარტო პური ჭამე.
ნინო- მოხუცდი და...ძალზე მიკვირს,
           როგორ უვლი თაროებზე ჩამწკრივებულ ქვაბებს?
ბებო- ყველას თავის დროზე ვრეცხავ,
           ადგილზე ვდებ, შენსავით კი არ ვლაქლაქებ ამბებს.
           ყველა საქმეს- თავის წესი და რიგი აქვს,
            ყველა ნივთი უნდა ეწყოს რიგზე... თოჯინები            
           აქეთ-იქით მიგიყრია, ამ კალმით კი გიჩხაპნია წიგნზე.
ნინო- ბები მინდა მეც მოგბაძო,
           რომ შენსავით კოხტად მქონდეს
           მოწყობილი სახლი;
           არ გავტეხავ: ფინჯანს, თეფშებს, სკამს და დივანს,
           რადგან ყიდვა დაგვჭირდება ახლის.
ბებო-დაიხსომე ჩემო ნინო,
           თუ დაამტვრევ თოჯინებს და საოჯახო ნივთებს, ან  
            წყალს დაღვრი იატაკზე
            ჩვენს ნინიკოს მაშინ ვინღა გვიქებს?!


სიმღერა-”ბებოს გამომცხვარი ქადა”

ერთხელ ბებომ მოიმარჯვა:
ფქვილი, ერბო, ტაფა,
შაქარი და საფუარი
გამოაცხო ქადა

მის.
აგრიხა და ჩაგრიხა
უცნაურად დაგრიხა
მრგვალი, ტკბილი, ფუმფულა...

აგრიხა და ჩაგრიხა
უცნაურად დაგრიხა
შაქრიანი გურგულა...


ბებო ამბობს-ვინც არ მშველის
არ ვარგუნებ ქადას
დაბზრიალდნენ პატარები
კვერცხი სთხოვეს ქათამს.


მის.
აგრიხეს და ჩაგრიხეს
უცნაურად დაგრიხეს
მრგვალი, ტკბილი, ფუმფულა...

აგრიხეს და ჩაგრიხეს
უცნაურად დაგრიხეს
შაქრიანი გურგულა...

ყველა სუფრას შემოუსხდა
რა ამბავი ქნესო,
ბებოს გამომცხვარი ქადა
უცებ შესანსლესო.

მის.
ბავშვია თუ ხნიერი
უყვარს ქადა ფხვიერი,
უყვარს ქადა ფხვიერი,
მრგვალი, ტკბილი, ფუმფულა...
დაბრაწული გურგულა,
შაქრიანი გურგულა.


      დედა
მარტი კაბას იკერავსო,
ბებომ გუშინ მასწავლა,
ცისარტყელა შვიდფერაა,
მზე კი თურმე - ცხრათვალა.

მარტს დედის თვეს ეძახიან,
იაიით მოსართავს,
ენძელებს და ყოჩივარდებს
გაზაფხულად მონათლავს.

ფერად ფანქრებს მოვიმარჯვებ,
მეც დავხატავ გაზაფხულს,
ჩემს დედიკოს მივულოცავ
ათას, ათას სიხარულს.





(პროექტორი-”გაზაფხული”)





ჩემო ჭრელო პეპლებო,
ჩემო ლურჯო იებო,
ჩემო ნუშის ხეებო,
ჩემო ჩიტუნიებო.
როდის აყვავილდებით,
ატმებო და ვაშლებო,
ტყეში მარწყვის საკრეფად
როდის წავალთ, ბავშვებო?!

ჰა, ზამთარი მიდის და...
თოვლი დნება ნელ-ნელა.
აი, თავი ამოჰყო
ბუჩქის ძირას ენძელამ.
საწყალ თოვლის ბაბუას
დავუშინოთ გუნდები;
გაზაფხულო, ლამაზო,
მალე დაგვიბრუნდები?


აგერ ნუში, ჩვენს ბაღჩაში
რომ დგას ასე ობლად, კენტად,
გაზაფხულმა გააცოცხლა,
ყვავილებით გადაპენტა.

იამ გული გადუშალა,
მზის სხივებს და ჭრელ პეპელას,
ჩვენ კი მიწა სამუშაოდ
მოგვიწოდებს ყველას, ყველას!

ჰა, მერცხლებიც დაგვიბრუნდნენ,
გაახარეს ხალხის გული!
რა კარგია ყინვის შემდეგ
თვალჟუჟუნა გაზაფხული!


ი.გრიშაშვილი







გაზაფხულის სუნთქვა ისმის,
გაიღვიძეს ენძელებმა.
დღე გადიდდა, დათბა, მაგრამ
ზამთარს წასვლა ეძნელება.

მზე იცინის, გრძელი ფუნჯით
მწვანე ფერად ღებავს მინდვრებს.
ჟივჟივებენ ბეღურები
მალე გამოიამინდებს!

გვახარებდა გუნდაობა,
გულს გვიტკბობდა თოვლის ხვავი,
თოვლი დადნა, დრო დაგვიდგა
უფრო კარგი სანახავი.

ტყეები და ველ-მინდვრები
მწვანე ფარჩით შეიმოსა.
გაზაფხულო, გაზაფხულო,
გვიხარია შენი მოსვლა.

ვაზი სითბოს ლხენით ხვდება,
ყინვისაგან დაზაფრული.
დღეს მერცხალმაც გაიქროლა,
მოგვახარა გაზაფხული.

ვფიქრობ, უფრო მშვენიერი
სხვა ფრინველი არ იქნება!
ქვებს არ ვესვრი, კარგად მახსოვს
ძია შიოს დარიგება.








  ფრინდი.......
ფრინდი, ფრინდი, ფრინდები
ვინ მოიხმო ჩიტები,
ვინ მოქარგა მინდვრები
ჭრელა-ჭრულა ჩითებით.

მზის ცეცხლოვან დაირას
ვინ შემოჰკრა თითები,
ნეტა, ვინ ააცეკვა
პატარები, დიდები,
ვენახებში ვაზები
ასე ვინღა დარაზმა?
-იისთვალა გოგონამ
გაზაფხულმა ლამაზმა  (ყველა ერთად)


სიმღერა-”გაზაფხულზე”









No comments:

Post a Comment