პრობლემა: ზოლური დრო, სასაათო ზოლის
შესწავლა.
ხშირად
სწორად ვერ აკავშირებენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ დროს სხვა ქვეყანაში
არსებულ დროსთან
პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ
სასაათო ზოლს;
შეექმნათ სწორი წარმოდგენა ზოლური დროის
შესახებ;
პრაქტიკაში, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ
მიღებული ცოდნა;
შეძლონ დაკავშირება
სხვადასხვა ქვეყნების დროებისა ერთმანეთთან
პროექტის ამოცანები:
1.
მოიძიონ ინფორმაცია- ბუნების სახელმძღვანელოს, კომპიუტერის,
ენციკლოპედიის გამოყენებით
სასაათო ზოლების შესახებ
2.
უპასუხონ კითხვებს:
ა) რომელ
სასაათო ზოლშია ლონდონი?
ბ) რომელ სასაათო ზოლშია რომი ან
პარიზი?
გ) რომელ
სასაათო ზოლშია თბილისი?
დ) მოქმედებს
თუ არა თბილისში ზოლური დრო?
3.
პრაქტიკული ამოცანა 1. თუ ადგილობრივი
დროით 6 საათზე
თვითმფრინავით
გამოემგზავრებით პარიზიდან, რომელ საათზე იქნებით
თბილისში (ადგილობრივი დროით)? წინასწარ მოიძიე
ინფორმაცია მგზავრობის ხანგრძლივობის შესახებ
ამოცანა 2- იტალიის ჩემპიონატში კვირის გამორჩეული თამაშები,
როგორც წესი, ერთსა და იმავე დროს-20 საათსა და 45 წუთზე
იწყება. თბილისში კი ამ მატჩების ტელეგადაცემები
სექტემბერში
22 საათსა და 45 წუთზე იწყებოდა, ნოემბერში-
23 საათსა და 45 წთ-ზე. ახსენით რით იყო ეს გამოწვეული.
4
პროექტის ხანგრძლივობა 1 კვირა.
მოსალოდნელი შედეგი: შეექმნებათ სწორი წარმოდგენა ზოლური
დროის შესახებ;
ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებლად კვლევის უნარი
მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკაში
No comments:
Post a Comment