სანიმუშო გაკვეთილის გეგმა 03.2014
მათემატიკაში
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ფიგურის შიგა და
გარე წერტილები.
ფიგურის საზღვარი
|
სწავლების საფეხური
|
I I კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
29 მოსწავლე
1 სსსმ- მარიამ ბაქრაძე
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მიზანი: მოსწავლემ
განასხვავოს ფიგურის შიგა, გარე და
საზღვრის წერტილები.
მიუთითოს ფიგურის საზღვარი,
ფიგურათა საერთო წერტილები, დახვეწოს და
გაიღრმავოს გეომეტრიული წარმოდგენები.
მარიამი-ამოიცნოს
ოთხკუთხედი, დათვალოს 5-მდე
შედეგი: განასხვავებს
ფიგურის არეებს, საზღვარზე მდებარე
წერტილებს. მიუთითებს საერთო საზღვრის
მქონე
ფიგურების საერთო გვერდებსა და
წვეროებს.
მარიამი-განამტკიცებს
სამკუთხედს, ამოიცნობს ოთხკუთხედს,
დაითვლის წერტილებს შიგა და გარე
არეში
|
წინასწარი ცოდნა
|
ამოიცნობს ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს. ადარებს და აჯგუფებს მათ, გეომეტრიული
ატრიბუტების (მაგ.,წვეროების, გვერდების რაოდენობის,...) მიხედვით.
მარიამი - სამკუთხედი და წერტილი
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ფრონტალური კითხვები;
ჯგუფური მუშაობა:
წერითი სამუშაო-პრეზენტაცია
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
მუყაოსგან გამოჭრილი:
ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები.
სახელმძღვანელო, დაფა, ფერადი ცარცი, თაბახის ფურცლები.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
1.საშინაო დავალების შემოწმება:გვ.150-6,7 გამოკითხვით
(3წთ)
2. ფრონტალური კითხვები (გამოკითხვა-გამოწვევა):
ა)რომელ
ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს იცნობთ?
ბ)აქედან რომელებია მრავალკუთხედები?
გ)რით ჰგვანან?
დ) რითი განსხვავდებიან?
ე)მაჩვენეთ წრე და მართკუთხედი. რა განსხვავებაა
მათ
შორის?
ვ)მარი მაჩვენე სამკუთხედი! რამდენი კუთხე აქვს?
აბა ამ ფიგურის კუთხეები დათვალე? რა
დავარქვათ?
ვ)როგორ გესმით სიტყვა საზღვარი?( ღობე, ზღუდე...)
ზ)როგორ ფიქრობთ ჩვენს ქვეყანას-საქართველოს
აქვს თუ
არა საზღვრები სხვა ქვეყნებთან? ნეტავ
რა იქნება ჩვენი
გამყოფი ზოლი-საზღვარი?(ტყე, მთები,
ღობე....) (5წთ.)
3.დაფაზე(წინასწარ ხაზია) მივუთითებ, ეს რომელი
ფიგურაა?
ამ წრეს აქვს თუ არა საზღვარი? რა არის მისი
საზღვარი?
(წირი);
საზღვარზე რა ფერის წერტილებია? საზღვრის შიგნით?
საზღვრის გარეთ? წითელი წერტილები სადაა მოთავსებული?
მწვანე? თეთრი? ყვითელი და ცისფერი? (განვუმარტავ-გარე
ნაწილს -გარე არეს უწოდებენ...) (2 წთ)
4.სახელმძღვანელოზე მუშაობა-გვ.152-1; გვ.153-3,
4, 5,6
გააკეთებენ დასკვნას, რომ ღია ტეხილს არე არა
აქვს!
ცხოვრებისეული
მაგალითების მოყვანა.
რის შიგა არეში ვიმყოფებით? რა იქნება ჩვენთვის
გარე არე?
მეზობელ საკლასო ოთახთან რა გვყოფს?
საკლასო ოთახის კარს თუ გავაღებ იქნება არეები? რატომ?
(14წთ)
5.ჯგუფური მუშაობა: ვურიგებ ფურცლებს, სადაც დახაზულია
გეომეტრიული ფიგურები და მონიშნულია რიცხვები.
უპასუხებენ კითხვებს: რა ჰქვია ამ ფიგურას?
რომელი
რიცხვებია საზღვარზე?
შიგა
არეში?
გარე არეში?
რით ჰგვანან ეს რიცხვები?
რა განსხვავებაა?
(ლუწი-კენტი, ერთნიშნა- ორნიშნა,
მრგვალი) (7 წთ)
მარის დაათვლევინებენ
წერტილებს...
პრეზენტაცია(10წთ)
7.შეჯამება-დღეს რა ვისწავლეთ? რაში გამოვიყენებთ?
(2წთ)
8.საშინაო დავალება გვ. 153-7; გვ-155-1, 2,
3,4 (2წთ)
|
No comments:
Post a Comment